აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში, დაახლოებით, 300 ათასი ჯარისკაცი დაკარგა
რუსეთმა უკრაინაში, დაახლოებით, 300 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, მაგრამ დრო უკვე რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს და პუტინი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ ომთან დაკავშირებით მისი ზოგადი გათვლა მუშაობს.
ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.
დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მოსკოვის თავდაპირველი გეგმა ჩაიშალა, რადგან პუტინმა ვერ შეძლო უკრაინის სრულად დაპყრობა და რუსეთს მტკივნეული შედეგები მიადგა.
”რუსეთს უფრო დიდი მსხვერპლი აქვს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვა რომელიმე ომში. მან დაკარგა, დაახლოებით, 300 ჯარისკაცი (რაც დაღუპულებს და დაჭრილებს გულისხმობს), ათასობით ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა,” – ნათქვამია მიმოხილვაში.
დაზვერვა ვარაუდობს, რომ სამხედრო დაღლილობა, პერსონალის დეფიციტი და დაბალი მორალური სულისკვეთება რუსული არმიისთვის პრობლემა იქნება.
ამავდროულად, უკრაინის ზაფხულის კონტრშეტევითი ოპერაციები ჩაიშალა და არსებული ვითარება რუსეთის სასარგებლოდ თამაშობს.
კერძოდ, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ეტაპობრივად ზრდის შორეული იარაღის, არტილერიისა და სხვა იარაღის წარმოებას, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს, გაუძლოს მაღალი ინტენსივობის საბრძოლო ოპერაციებს დიდი ხნის განმავლობაში.