არეულობის ფონზე, ჰაიტის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

ჰაიტის პრემიერმინისტრმა, არიელ ჰენრიმ თანამდებობა დატოვა – ქვეყანაში ძალაუფლება, დროებით, გარდამავალ საპრეზიდენტო საბჭოს გადაეცემა.

ამის შესახებ გაიანის პრეზიდენტმა, ირფაან ალიმ იამაიკაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზაზე აუცილებელია, ჰაიტის მართვა კანონის უზენაესობის დაცვით მოხდეს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაღიარებთ პრემიერმინისტრის, არიელ ანრის გადადგომას გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოს შესაქმნელად და დროებითი პრემიერმინისტრის დასანიშნად”, – თქვა ალიმ პრესკონფერენციაზე.

ირფაან ალი კარიბის ქვეყნების გაერთიანებას CARICOM-ს თავმჯდომარეობს, რომელმაც საკითხზე მოლაპარაკებები იამაიკაზე დანიშნა.

დეკლარაცია, რომელიც შედგენილია ჰაიტის, CARICOM-ის ქვეყნების, შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთისა და ბრაზილიის წარმომადგენლების მიერ, ითვალისწინებს გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოს შექმნას, რომელიც შედგება შვიდი ხმის მიცემის უფლების მქონე წევრისაგან, და წარმოადგენენ ჰაიტის სხვადასხვა მოძრაობას, ასევე, შედგება ორი დამკვირვებლისგან, რომელსაც ხმის უფლება არ აქვს.

ჰაიტის გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭო, დროებით, განახორციელებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს, ხმების უმრავლესობით – აირჩიოს და დანიშნოს დროებითი პრემიერმინისტრი, მინისტრთა ინკლუზიური საბჭო. სტრუქტურას მოუწევს „უზრუნველყოს მმართველობის უწყვეტობა და შექმნას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრთან 2023 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს 2699 რეზოლუციით უფლებამოსილი მრავალეროვნული უსაფრთხოების მისიის დაჩქარებული განლაგებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები