ირანში ცეცხლის ფესტივალი მსხვერპლით დასრულდა

ირანში ჩაჰარშანბე-სურის დღესასწაულზე, რომელიც ქვეყანაში 20 თებერვლიდან 11 მარტის პერიოდში აღინიშნება, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 330-ზე მეტი დაშავდა.

ამის შესახებ სააგენტო Tasnim-ი წერს.

მედიის ინფორმაციით, 150-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღო. სულ მცირე, 86 დაშავებული საავადმყოფოებში რჩება, მათგან 11 – რეანიმაციაში.

სააგენტო ISNA ირანის პოლიციის სპიკერზე საიდ მონტაზერ ოლ-მაჰდისზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაშავებულთა დაახლოებით 70%  18 წლამდე ასაკის პირები არიან.

ყოველწლიურად ირანში ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული, ჩაჰარშანბე-სური, ანუ “წითელი ოთხშაბათი” აღინიშნება. მასობრივი ზეიმი, ტრადიციულად, ნოვრუზის დღესასწაულამდე ბოლო კვირებში იმართება. სამშაბათს საღამოს მილიონობით ირანელი გამოდის ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში და ანთებს კოცონებს,  ერთგვარი “ჭიაკოკონობა” იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები