რუსეთის კიდევ ერთ ქალაქში ნავთობის ქარხანა იწვის

დრონების თავდასხმის შედეგად, რუსეთის ქალაქ ორიოლში ნავთობის საცავში ხანძარია.

როგორც ორიოლის ოლქის მთავრობის წარმომადგენელმა რუსულ მედიას უთხრა, იერიშის შედეგად, ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის ქრობაში 60-ზე მეტი მეხანძრე და სახანძრო მატარებელი მონაწილეობს.

ამ დროისთვის, ხანძრის ფართობი 100 კვადრატული მეტრია.

ორიოლის მერი – იური პარახინი ამბობს, რომ ახლოს მდებარე კორპუსებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.

ღამით დრონების თავდასხმის შედეგად ცეცხლი, ასევე, ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე “ლუკოილის” ნავთობის ქარხანაში გაჩნდა, რომელიც ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები