თელავში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.

უწყების ცნობით, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.

მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები