მამუკა მდინარაძე ზუგდიდის აქციაზე: დავუკავშირდები იმ ადამიანს, რომელსაც ნომერი გამოვართვი და რამდენად საფუძვლიანია მათი პროტესტი, პირობას გაძლევთ, დეტალურად ჩავყვები

მამუკა მდინარაძე მედიასთან აცხადებს, რომ ზუგდიდში, აქციის მონაწილეებს შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ საკითხს დეტალურად შეისწავლის.

„მას შემდეგ, რაც მათ შევპირდი რომ დავუკავშირდებოდი, იმის შემდეგ უფრო მეტი სიმძლავრით გაგრძელდა ეს აქცია. ეჭვი შემეპარა, ხომ არ იყო პოლიტიკური მოტივები, მაგრამ წინასწარ მე ამას არ ვიტყვი. დავუკავშირდები იმ ადამიანს, რომელსაც ნომერი გამოვართვი და რამდენად საფუძვლიანია მათი პროტესტი, ამას, პირობას გაძლევთ აუცილებლად, დეტალურად ჩავყვები.

ჩვენ, მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ამ თემაში ბოლომდე გავერკვევით და მერე ზუსტად გეტყვით – ჩემი ეჭვი საფუძვლიანია თუ ძალიან ცუდია და სამწუხარო რეალობიდან გამომდინარეობს, რომ ჩემი მათთან კომუნიკაციის შემდეგ კიდევ უფრო მძლავრად გააგრძელეს ეს პროტესტი თუ მოგონილი ამბავი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, „შეწყვიტეთ გამოსახლება“ – ამ ლოზუნგით ზუგდიდში, ხელოვნების და კულტურის განვითარების ცენტრთან, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვედრას მართავდნენ აქცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები