პრემიერი კომპანია Calik Holding–ის ხელმძღვანელობას შეხვდა

  საქართველოს პემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Calik Holding–ის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი დაესწრნენ. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა აჰმედ ჩალიკს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კომპანია საქართველოში თავის საქმიანობას კიდევ უფრო გააფართოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები