სალომე ზურაბიშვილი: ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია

“ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს.

“[ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას”, – წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ბერძნული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ქალაქი ოდესა საბერძნეთის პრემიერმინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები