მედია: თურქეთი ერაყის ჩრდილოეთით ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

თურქეთის შეიარაღებული ძალები ერაყის ჩრდილოეთით ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სახმელეთო სამხედრო ოპერაციის ჩატარებისთვის ემზადებიან.

ამის შესახებ გაზეთი Hürriyet-ი წერს.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი შეთანხმება ირანის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე უკვე მიღწეულია.

„პირველ ყოვლისა, ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია განხორციელდება იმ რეგიონში, სადაც ჩატარდა ოპერაცია „კლანჭის საკეტი“. ოპერაციამდე მიღწეული იყო შეთანხმება ერაყის ცენტრალურ ადმინისტრაციასა და ერბილის ადმინისტრაციასთან, რომელსაც აკონტროლებს ბარზანების ოჯახი“, – წერს გამოცემის მიმომხილველი, აბდულქადირ სელვი, რომელიც თურქეთის სამთავრობო წრეებთან არის დაახლოებული.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადრე თქვა, რომ ანკარა ზაფხულში ერაყთან საზღვრის უსაფრთხოების საკითხის გადაჭრას გეგმავს. მისი თქმით, თურქეთი ცდილობს, შექმნას უსაფრთხოების დერეფანი 30-40 კმ სიღრმეზე სირიაში.

თუმცა, გამოცემა განმარტავს, რომ ამ ოპერაციით ანკარა გეგმავს ტერორისტებისგან ერაყთან საზღვრის მთლიანად 378-კილომეტრიანი პერიმეტრის ჩაკეტვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები