აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დებატებში გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა ბაიდენთან დებატები მას შემდეგ მოითხოვა, რაც ნიკი ჰეილიმ საპრეზიდენტო კამპანია შეაჩერა.
„მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, რომ მე და ჯო ბაიდენმა ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისა და ამერიკელი ხალხისთვის. ამიტომ, მე [მას] დებატებისკენ მოვუწოდებ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას! მოუთმენლად ველი პასუხს“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.