უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტები სჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას.
„რუსული ჯარების მიერ ოდესის დაბომბვა, როდესაც იქ უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იმართებოდა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად კრიტიკულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროება დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებებით“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მისი თქმით, ეს დარტყმა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას ყოველდღე.
„ეს არის შეხსენება უკრაინის საჰაერო თავდაცვის დამჭერი რაკეტების საჭიროების შესახებ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ქალაქი ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა.