შარლ მიშელი: ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია
ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის ვიზიტის დროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია.
ეს გასაკიცხია და კრემლის სტანდარტებითაც კი მდაბიო საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა არ შეირყევა“, – დაწერა მიშელმა X-ზე.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ქალაქი ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა.
The attack on #Odesa during President @ZelenskyyUa and PM @kmitsotakis visit is another sign of Russia’s cowardly tactics in its war of aggression against Ukraine.
This is reprehensible and below even the Kremlin’s playbook.
The EU’s full support to Ukraine and its brave people…
— Charles Michel (@CharlesMichel) March 6, 2024