“რუსეთს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხალხი უყვარს, პრობლემები ცალკეულ რეჟიმებსა და პოლიტიკოსებთან გვაქვს” – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვს შესაძლოა, პრობლემები ცალკეულ რეჟიმებთან, პოლიტიკოსებსა და მათ გადაწყვეტილებებთან ჰქონდეს, მაგრამ არა – სხვა ქვეყნების ხალხებთან.
ამის შესახებ მან საზოგადოება “ცოდნის” მარათონის დროს თქვა.
“ღია ვართ ყველასთვის. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხალხი გვიყვარს. შეიძლება, პრობლემები რომელიღაც რეჟიმებთან გვქონდეს, პოლიტიკოსებთან, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებთან. მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ ღია ვართ „ხალხი ხალხთან“, „ერი ერთან“ ურთერთობებისთვის. ჩვენ მათ განვავითარებთ“, – განაცხადა პესკოვმა.