NYT: ტრამპი მასკს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ფლორიდაში Space X-ის დამფუძნებელს, ილონ მასკს და რამდენიმე რესპუბლიკელ დონორს შეხვდა.

ამის შესახებ The New York Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

NYT-ის თანამოსაუბრის თქმით, ტრამპმა მასკი თანამოაზრეების წინაშე შეაქო და იმედი გამოთქვა, რომ მას მალე პირისპირ შეხვდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, გეგმავს თუ არა მასკი ტრამპის ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ სოციალურ ქსელებში მისი პოსტები მიანიშნებს, რომ “ჯო ბაიდენის დამარცხება აუცილებელია”.

როგორც NYT წერს, მასკი მრავალი წლის განმავლობაში ორივე პარტიის კანდიდატების სასარგებლო სწირავდა თანხებს, მაგრამ დიდ ფულს არ ხარჯავდა და დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის თანაბრად ანაწილებდა.

2022 წლის ზაფხულში ტრამპმა მასკს „კიდევ ერთი სულელი მეწარმე“ უწოდა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მას ხმა რესპუბლიკელებისთვის არ მიუცია.

მასკმა საპასუხოდ დაუწერა ტრამპს, რომ “დროა, ქუდი საკიდზე ჩამოკიდო და ჩრდილში წახვიდე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები