ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი თანამდებობას უახლოეს კვირებში დატოვებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ნულანდის მოვალეობებს დროებით სახელმწიფო მდივნის მოადგილე – ჯონ ბასი შეასრულებს.
„უკრაინაში ვიქტორიას ლიდერობას საგარეო პოლიტიკის მკვლევრები და დიპლომატები მრავალი წლის განმავლობაში შეისწავლიან. მისი ძალისხმევა შეუცვლელი იყო უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგობის საკითხში, გლობალური კოალიციის შექმნაში, რომ მომხდარიყო მისი სტრატეგიული მარცხი. ასევე, შეუცვლელია უკრაინისადმი მისი დახმარების მზაობა, მიაღწიოს იმ დღეს, როდესაც შეძლებს, მყარად დადგეს ფეხზე – დემოკრატიულად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით”, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.