ჰააგის სასამართლომ რუსეთის კიდევ ორი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, უკრაინის ომში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებების გამო, რუსეთის კიდევ ორი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა.
მათგან ერთია შორეული ავიაციის მეთაური – სერგეი კობილაში და მეორეა შავი ზღვის ფლოტის მეთაური – ვიქტორ სოკოლოვი.
ისინი ეჭვმიტანილები არიან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებში, სულ მცირე, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტამდე, ასევე, სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებებში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 2023 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.