შეერთებულ შტატებში “სუპერ სამშაბათია”

შეერთებულ შტატებში დღეს ე.წ. სუპერ სამშაბათია, 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თეთრი სახლისთვის ბრძოლაში.

დღეს აშშ-ის 15 შტატში ამომრჩევლები პრეზიდენტობის ორივე პარტიის კანდიდატებს ირჩევენ. გარდა ამისა, დღეს გახდება აიოვას შტატის დემოკრატების პრაიმერიზის არჩევნების შედეგები ცნობილი, რაც პოსტით უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს.

ხმის მიცემა ჩატარდება ალაბამას, ალასკას, არკანზასის, კალიფორნიის, კოლორადოს, მეინის, მასაჩუსეტის, მინესოტას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის, იუტას, ვერმონტის, ვირჯინიის შტატებში, ასევე, ამერიკულ სამოაში (ფორმალურად არ არის შტატი ან შტატის ნაწილი, მაგრამ შეერთებული შტატების არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია სამხრეთ წყნარ ოკეანეში – ეს არის შეერთებული შტატების ნაწილი ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ).

არჩევნების შედეგად, ყველა შტატი პირველ ადგილზე გასულ კანდიდატებს ე.წ. დელეგატების ხმას აძლევენ, რომლებიც, თავის მხრივ, უკვე, სავარაუდოდ, ზაფხულში პარტიის ნომინირებულ კანდიდატს დაასახელებენ.

“სუპერ სამშაბათს” დელეგატების ჯამური ხმების, დაახლოებით, მესამედი ნაწილდება – 865 რესპუბლიკელებთან და, სულ მცირე, 1420 დემოკრატებთან.

ტრამპის შტაბის პროგნოზით, დღეს ის, სულ მცირე, 773 დელეგატის ხმას მიიღებს და კენჭისყრისთვის საჭირო ხმებს უკვე მარტში შეაგროვებს. ამჟამად, ტრამპს 244 დელეგატის ხმა აქვს, ხოლო მის ერთადერთ ოპონენტს, ნიკი ჰეილის – 43.

რესპუბლიკელებში კანდიდატურის დასადასტურებლად დელეგატების, სულ მცირე, 1215 ხმაა საჭირო, დემოკრატებში – 1968 ხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები