აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

  აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში საკადრო ცვლილებები იგეგმება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა. “რეორგანიზაცია იქნება მთავრობის აპარატში.
შესაძლებელია, სამინისტროებშიც მოხდეს ცვლილებები. არ ვგეგმავ ძალიან გრანდიოზულს, მაგრამ არაეფექტური რგოლები, რომლებიც არის, ჩანაცვლდებიან სხვა კადრებით”, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ამასთან, მთავრობის თავმჯდომარეს კითხვები აქვს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ბიძინა აფხაზავასთან. აჭარაში სულ ოთხი სამინისტროა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები