„შაჰედების” ღამის თავდასხმა ოდესაზე – ჩამონგრეულია მრავალსართულიანი შენობის ნაწილი, არიან დაღუპულები

ღამით, რუსული „შაჰედების“ თავდასხმის შედეგად, ოდესაში მრავალსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ოდესის მერი, გენადი ტრუხანოვი ავრცელებს.

„მორიგი ტერორისტული თავდასხმა მშვიდად ჩაძინებულ ქალაქში. მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია. აქ უბრალოდ საშინელება ხდება. ადგილზე მუშაობენ მაშველები, მუნიციპალური და გადაუდებელი დახმარების სამსახურები. მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა“, – აცხადებს ოდესის მერი.

ტრუხანოვის განმარტებით ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი ისევ იმყოფებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები