ვიქტორ ორბანი: ევროპელები რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, მიმდინარე ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
უკრაინაში მიმდინარე ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის გაგრძელებით უკრაინა და მისი მოკავშირე ქვეყნები ევროპაში რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან.
„ჩვენ, ევროპელები, ახლა რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით… მე მჯერა, რომ დრო უკრაინის მხარეზე არ არის. დრო რუსეთის მხარეზეა, ამიტომ სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – ციტირებს TASS-ი ორბანის სიტყვებს.
როგორც მან აღნიშნა, დასავლეთის მხრიდან იარაღის მიწოდების მიუხედავად, უკრაინა ვერ შეძლებს მიმდინარე ომში რუსეთის დამარცხებას.