უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შეთანხმების მიხედვით, ნიდერლანდები ომში მყოფ ქვეყანას მიმდინარე წელს, 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
„დღეს მე და მარკ რუტემ მოვაწერეთ ხელი უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ორი მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას ნიდერლანდებიდან ამ წელს, ასევე შემდგომ თავდაცვის დახმარებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. შეთანხმება ასევე ადგენს დახმარების პრიორიტეტებს, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, საზღვაო და შორი დისტანციური საშუალებებს, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერებაზე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.