ანალენა ბერბოკი: ისრაელმა სრულად უნდა გამოიძიოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიღებისას მომხდარი ინციდენტი, რომელსაც 110-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელმა სრულად უნდა გამოიძიოს ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევა, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„ადამიანებს სურდათ მარაგი საკუთარი თავისთვის და მათი ოჯახებისთვის და დაიღუპნენ. მე განადგურებული ვარ ღაზიდან მიღებული ცნობებით.
ისრაელის არმიამ სრულად უნდა გამოიძიოს როგორ მოხდა მასიური პანიკა და სროლა. ხალხი იქ უფრო ახლოსაა სიკვდილთან, ვიდრე ცოცხლად ყოფნასთან. მეტი ჰუმანიტარული დახმარებაა საჭირო.
ადამიანები იქ უფრო ახლოს არიან სიკვდილთან, ვიდრე სიცოცხლესთან. მეტი ჰუმანიტარული დახმარებაა საჭირო“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიღების მცდელობისას 110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.