“მზად ვართ, არმიის გასაწვრთნელად უკრაინაში ჯარისკაცები გავგზავნოთ” – კანადის თავდაცვის მინისტრი

კანადის თავდაცვის მინისტრის, ბილ ბლერის განცხადებით, ქვეყანა მზად არის, უკრაინული ჯარების გასაწვრთნელად, შეზღუდული რაოდენობის სამხედრო პერსონალი გაგზავნოს.

Star-თან ინტერვიუში ბლერმა განაცხადა, რომ ეს იდეა პარიზში გამართულ სამიტზეც განიხილეს.

„ეს უნდა გაკეთდეს საკმაოდ ფრთხილად და შეზღუდულად, წვრთნების ჩატარების შესაძლებლობებით. არ მსურს, რომ კანადის ძალების პირადი შემადგენლობა განთავსდეს საბრძოლო ოპერაციების მახლობლად, რაც შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენს თავზე ვიღებთ საბრძოლო როლის რომელიმე კომპონენტს“, – ამბობს მინისტრი.

მისი თქმით, კანადელი სამხედრო მოსამსახურეების მცირე რაოდენობა უკვე იმყოფება უკრაინაში – ისინი იცავენ დიპლომატიურ პერსონალს, ხოლო სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ ისინი უკრაინელ ჯარისკაცებს ამზადებდნენ ოპერაცია UNIFIER ფარგლებში, თუმცა 2022 წელს მისია სხვა ქვეყნებში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები