“ღაზას სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა ბანკროტი განიცადა”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა ბანკროტი განიცადა.

ერდოღანის თქმით, საერთაშორისო სისტემის, სამართლიანობისა და კანონის მიმართ მილიარდობით ადამიანის რწმენა განადგურდა.

„ღაზას სექტორში სასტიკად მოკლეს არა მხოლოდ ბავშვები, ქალები და მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ განადგურდა მილიარდობით ადამიანის რწმენა საერთაშორისო სისტემის, სამართლიანობისა და კანონის მიმართ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადებით, ის, რაც ღაზას სექტორში ხდება, „არა ომი, არამედ გენოციდის ჩადენის მცდელობაა“. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც პირველივე დღიდან უპირობოდ უჭერდნენ მხარს ისრაელს „თავიანთი ფარისევლური პოლიტიკის გამო, სისხლისღვრის მონაწილენი არიან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები