გამოკითხვა: 7 საკვანძო შტატში ტრამპი ბაიდენზე მეტი მხარდაჭერით სარგებლობს
აშშ-ის, სულ მცირე 7 შტატში, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის არჩევნების ბედს განსაზღვრავს, ყოფილი პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი მეტი მხარდაჭერით სარგებლობს, ვიდრე თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერი, ჯო ბაიდენი.
ამის შესახებ Bloomberg News/Morning Consult-ის გამოკითხვიდან ირკვევა.
არიზონა, ჯორჯია, პენსილვანია, მიჩიგანი, ჩრდილოეთ კაროლინა, ნევადა და ვისკონსინი – ეს ის შტატებია, სადაც ტრამპი მეტი მხარდაჭერით სარგებლობს.
ჯამურად, ამ შვიდივე შტატში ამომრჩეველთა 48%-მა განაცხადა, რომ მხარს ტრამპს დაუჭერს, ხოლო 43%-მა თქვა, რომ ბაიდენს.
ყველაზე დიდი მხარდაჭერით ტრამპი ჩრდილოეთ კაროლინაში სარგებლობს, 9%-იანი უპირატესობით.
ამასთან, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბაიდენის ასაკთან დაკავშირებით გამოთქვამს შეშფოთებას, ხოლო მნიშვნელოვანი პროცენტი ამბობს, რომ ტრამპი საშიშია.
ჯამურად, საკვანძო შტატებში 10 ამომრჩევლიდან რვამ თქვა, რომ 81 წლის ბაიდენი ძალიან მოხუცია, გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებმა თქვა, რომ 77 წლის დონალდ ტრამპი ძალიან ბებერია.