“მადლობა, 26 წლის აბსოლუტური ბედნიერებისთვის” – იულია ნავალნაია ქმარს დაემშვიდობა
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე – იულია ნავალნაია სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ქმარს განვლილი წლებისთვის მადლობას უხდის.
იულია ნავალნაია შვილებთან დღეს მოსკოვში არ იმყოფებოდა.
“არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო შენ გარეშე, მაგრამ ვეცდები – იქ, ზეცაში ჩემით იამაყო და გაიხარო. არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა, მაგრამ ვეცდები. ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით. იმდენი უთქმელი ისტორია მაქვს და ტელეფონში იმდენი სიმღერა მაქვს შენახული, სულელური და სასაცილო, ზოგადად, მართალი გითხრა, საშინელი სიმღერები, მაგრამ ისინი ჩვენზეა და ძალიან მინდოდა, მოგესმინა. ძალიან მინდოდა, მენახა, როგორ მოუსმენდი მათ და შემდეგ ჩამეხუტებოდი. მიყვარხარ სამუდამოდ. მშვიდად განისვენე”, – წერს იულია ნავალნაია.
ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში 16 თებერვალს გარდაიცვალა. პოლიტიკოსი დღეს მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს.