ლონდონში, ხუთსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული
ლონდონის დასავლეთით, კენსინგტონის რაიონში, ხუთსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.
ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
მეხანძრეების ინფორმაციით, თავდაპირველად, ხანძარი ქვედა სართულებზე გაჩნდა, საიდან მალევე ყველა სართულს და სახურავსაც მოედო.
მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან ხუთი ადამიანი გამოიყვანეს, სულ 130 ადამიანია ევაკუირებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.