აზერბაიჯანის ნარკოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს

აზერბაიჯანში რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორი, ელშან მუსტაფაევი და დირექტორის მოადგილე – ზამინ ალიევი დააკავეს.

დაკავება გენერალურ პროკურატურასთან არსებული მთავარი ანტიკორუფციული სამმართველოს მიერ აღძრული საქმის ფარგლებში მოხდა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

დაკავებულებს ბრალი ქრთამის აღებასა და სხვა დარღვევაში ედებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები