“დაფიქრებად ღირს” – სომხეთის პარლამენტის სპიკერი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების და კანდიდატის სტატუსის მოპოვების კურსი აიღოს.

ამის შესახებ Radio Azatutyun-ი წერს.

კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და შეიძლება თუ არა მას გაწევრიანების კანდიდატი გახდეს, სიმონიანმა თქვა, რომ “ასეთ შესაძლებლობაზე დაფიქრება ღირს”.

“ჩვენ მზად ვართ, ვიმოძრაოთ და ვიმოძრავებთ ისეთი მიმართულებით, რომელიც მოგვცემს ყველაზე დიდ უსაფრთხოებას. ამჟამად კი ის ფაქტი, რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია”, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.

ამავდროულად, სიმონიანმა თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ნატოში პოტენციურ წევრობას არ განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები