“ხელახლა არჩევისთვის პუტინის ძალისხმევის ნაწილი” – ევროკავშირში პუტინის დღევანდელ მუქარას გამოეხმაურნენ

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პეტერ სტანო რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან ბრიუსელში ბრიფინგზე თქვა, პუტინი საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას აგრძელებს.

“მისი გამოსვლა რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში უნდა იყოს განხილული. ეს არის ხელახლა არჩევისთვის პუტინის ძალისხმევის ნაწილი“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

სტანომ აღნიშნა, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარა სრულიად მიუღებელი და შეუსაბამოა.

„ეს სიცრუის გავრცელების კიდევ ერთი შესაძლებლობაა. იგი საკუთარი ერის მოტყუებას და საზღვარგარეთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს. პუტინი ერს ატყუებს, ერი რკინის მუშტისა და სტალინის სტილის რეპრესიების ქვეშ ცხოვრობს, არმია კატასტროფულ მდგომარეობაშია, ეკონომიკა იშლება, ქვეყნის მიმართ ნდობა მთლიანად განადგურებულია და მის მიერ უკრაინის განადგურების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა“, – აღნიშნა სტანომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები