“პუტინის განცხადებები ძალიან სერიოზულად უნდა აღვიქვათ” – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური სათათბიროსადმი მიმართვისას გაკეთებული განცხადებები ძალიან სერიოზულად უნდა იყოს მიღებული.

ამის შესახებ Onet-ი წერს.

„არა მხოლოდ აგრესიული რიტორიკა, არამედ ის გადაწყვეტილებებიც, რომლებიც პუტინმა გამოაცხადა – გაზარდოს რუსეთის თვითკმარობა, გადაიყვანოს ეკონომიკა სამხედრო რელსებზე, არმიის მოდერნიზება – ეს ყველაფერი აბსოლუტურად სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული“, – განაცხადა ტუსკმა.

პოლიტიკოსის თქმით, “ევროპას უნდა ესმოდეს, რომ გამალებული შეიარაღება, რომელსაც რუსეთის მსოფლიოს ახვევს თავს, ავალდებულებს დასავლეთს გამოფხიზლდეს და სამხედრო ჭრილში პოტენციური საფრთხეებისთვის მოემზადოს. ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც გაათანაბრებს რუსეთის სამხედრო პოტენციალს და ევროპას ცუდი სცენარისთვის უკეთ მომზადებულს გახდის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები