ირაკლი ჩიქოვანი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიის ელჩთან, მასიმილიანო დ’ანტუონოსთან და მის მოადგილესთან, ფაბიოლა ალბანეზესთან. მან იტალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში წარმატებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს, რომელიც საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ყოველწლიური გეგმით არის გათვალისწინებული. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი. მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები