გერმანიაში Lufthansa-ს ტექნიკური პერსონალი სამი დღით გაიფიცა

გერმანიაში ავიაკომპანია​ Lufthansa-ს ტექნიკურმა პერსონალმა სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადა.

ამის შესახებ DW წერს.

გაფიცვა ანაზღაურების საკითხს უკავშირდება.

გაფიცვის შესახებ მის დაწყებამდე მხოლოდ 12 საათით ადრე გახდა ცნობილი.

Verdi-ს პროფკავშირში აცხადებენ, რომ Lufthansa-მ თავის წინადადებებზე არაფერი შეცვალა.

თავის მხრივ, ავიაკომპანიამ გაფიცვა დაგმო, როგორც “გაუგებარი და სრულიად შეუსაბამო ესკალაცია”.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროფკავშირს გაძლიერებული შეთავაზება გაუკეთეს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, “გასულ ხუთშაბათს Lufthansa-მ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა პროფკავშირისკენ და წარადგინა ახალი, უკეთესი შეთავაზება”.

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი 13-14 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები