ოკუპირებული გალის ე.წ. გამგებელი მოსახლეობის აღწერას გეგმავს

ოკუპირებული გალის ე.წ. გამგებელი, კონსტანტინე ფილია მოსახლეობის აღწერას გეგმავს.

ამის შესახებ მან დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე თქვა.

ფილიას თქმით, 2011 წლის აღწერის მიხედვით, გალში და მის სოფლებში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა, მას ეჭვი ეპარება, რომ ამჟამადაც ტერიტორიაზე ამდენივე ადამიანი ცხოვრობს.

როგორც კონსტანტინე ფილიამ თქვა, “მოქალაქეობის მიღების პრობლემის გამო, 2015 წლიდან მოსახლეობის მასშტაბური გადინება დაიწყო და ბოლო ორი წელია, შედარებით შემცირდა”.

როგორც მან თქვა, ამავე მიზეზით, მაგალითად, “სამშობიარო საავადმყოფოს სტატისტიკით, 2023 წელს გალში 137 ბავშვი დაიბადა, თუმცა, დაბადების მოწმობა მხოლოდ 59 ბავშვზეა გაცემული, რადგან მათ მშობლებს საბუთები არ გააჩნიათ”.

ფილიას თქმით, 2011 წელს “გალში 7 ათასი ადამიანი აღირიცხა, ხოლო სოფლებში 23 ათასი. აქედან, შრომისუნარიანი 7 ათასზე მეტი პირი იყო, არაშრომისუნარიანი 5 ათასზე ცოტა მეტი. 5 863 ხანდაზმული პენსიას ბინადრობის უფლებით იღებს, ხოლო 344 ადამიანი, როგორც აფხაზეთის მოქალაქე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები