Spiegel: გერმანია უკრაინისთვის ჭურვების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს ინდოეთთან აწარმოებს
გერმანია უკრაინისთვის “რამდენიმე ასეული ათასი” საარტილერიო ჭურვის შეძენას ინდოეთთან აწარმოებს.
ამის შესახებ Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით ფარულად მიმდინარეობს, რადგან ინდოეთის ხელისუფლებას მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს.
Spiegel აღნიშნავს, რომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, მსგავსი გარიგებები შესაძლოა, არაბულ ქვეყნებთანაც დაიდოს, რომლებსაც, ასევე, ჭურვების დიდი მარაგი აქვთ.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურები შიშობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ჭურვების მარაგს ივნისამდე ამოწურავენ. გასულ კვირას დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხებაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმაც ისაუბრა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა, რომ წელს ქვეყნის მთავრობა უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 7 მილიარდ ევროს გამოყოფს და აღნიშნა, რომ „ფულის დეფიციტი არ არის“.