მედია: ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა Factor.am წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიზიტის კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა, ის სავარაუდოდ, მარტში შედგება.

სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ვალერი ლობაჩმა აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა, არც უარყო.

როდესაც მას რუსეთ-უკრაინის ომის სამხრეთ კავკასიაზე შესაძლო გავლენის შესახებ ჰკითხეს, ლობაჩმა უპასუხა: „რეალურად ახლა ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. რამდენიმე დღეში ამბებს გაიგებთ. ჩემი მხრივ ვიტყვი, რომ უკრაინა მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთს“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები