ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოში განაცხადეს.
შეზღუდვა შეეხება კიდევ 106 ფიზიკურ და 88 იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ახალი სანქციები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია სამხედრო და თავდაცვის სექტორებზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე, მათ შორის, ვინც მონაწილეობს ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიწოდებაში, ასევე, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ადგილობრივ პოლიტიკოსებზე და უკანონო დეპორტაციაზე პასუხისმგებელ პირებზე.
ევროკავშირის საბჭომ, ასევე, 27 ახალი სუბიექტი დაამატა იმ სიაში, ვინც უშუალოდ უჭერს მხარს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ დამპყრობელ ომში.
ზოგიერთი ასეთი საწარმო მდებარეობს მესამე ქვეყნებში – ინდოეთში, შრი-ლანკაში, ჩინეთში, სერბეთში, ყაზახეთში, ტაილანდსა და თურქეთში.