ის შეიძლება, დღესაც ცოცხალი იყოს – პედრო ლოპესი, იგივე „ჯოჯოხეთის მონსტრი“

„ჯოჯოხეთის მონსტრის“ სისხლის წყურვილი და სისასტიკე ყველაზე ცივსისხლიან ადამიანზეც კი ახდენს გავლენას. პედრო ლოპესმა 350 ადამიანის მკვლელობა აღიარა. მოკლულთაგან უმრავლესობა ბავშვი იყო. თუმცა, ის ციხიდან „კარგი მოქცევის“ გამო გაათავისუფლეს. მას შემდეგ მანიაკი კიდევ ერთი მკვლელობის საქმეში გაეხვია. სასტიკი ქმედებების ჩადენიდან 43 წლის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე საშიში მკვლელის ადგილმდებარეობა ამოუცნობი რჩებოდა. ამასთანავე, ბევრს სჯერა, რომ ის დღემდე ცოცხალია.

70-იან წლებში კოლუმბიაში მკვლელი და მოძალადე პედრო ლოპესი 8-დან 12 წლამდე გოგონებზე ნადირობდა. ის 80-იან წლებში დააკავეს და 110 ადამიანის მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ მან აღიარა, რომ სინამდვილეში 350 ადამიანი მოკლა. მისი თქმით, ის ყოველ კვირაში პერუსა და ეკვადორში 3 ადამიანს კლავდა. ლოპესმა სერიული მკვლელობების ჩადენა 1969 წელს დაიწყო, როდესაც ციხიდან გათავისუფლდა, სადაც ავტომობილის გატაცებისთვის მოხვდა. თავიდან ორ მამაკაცს დაესხა თავს, რომლებმაც, როგორც ის ამტკიცებს, კოლონიაში გააუპატიურეს. დამნაშავემ ისინი ხელნაკეთი დანით დახოცა. მანიაკი არ გაჩერებულა და გოგონებზე დაიწყო ადევნება. როგორც წესი, ეს ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან იყვნენ.

მკვლელი თავს გზააბნეულ მეზღვაურად ასაღებდა, დახმარებას ითხოვდა და გოგონებს მახეში აბამდა.  ის იტაცებდა გოგოებს, აუპატიურებდა და გუდავდა. 1980 წელს ლოპესმა პოლიციასთან ჩადენილი დანაშაული აღიარა. პოლიციელებს მისი იმ დრომდე არ სჯეროდათ, სანამ მოკლულთა მასობრივი საფლავი არ ნახეს.

მოწმეები, რომელთაც მოძალადე ჰყავდათ ნანახი, ამბობდნენ, რომ ის თავის ჩადენილს აბსოლუტურად ნორმალურად მიიჩნევდა. ლოპესი დაწვრილებით ჰყვებოდა ყველა მკვლელობაზე და ყველა მსხვერპლის გარეგნობა ახსოვდა. ჩანდა, რომ მანიაკი წუხილით არ იტანჯებოდა. ის კლავდა პოპულარობისთვის და სურდა, რომ მასზე წიგნები დაეწერა. მოძალადეს სჯეროდა, რომ მოკლულ გოგოებს ათავისუფლებდა.

პედრო ლოპესი შეურაცხადად აღიარეს და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იმ დროისთვის ეკვადორში მაქსიმალური სასჯელი არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ პედრო ლოპესი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელი იყო მე-20 საუკუნეში, 1998 წელს მანიაკი „კარგი მოქცევისთვის“ გაათავისუფლეს. მოძალადე დღემდე თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 2002 წელს კიდევ ერთი მკვლელობის საქმეში გაეხვია. არავინ იცის, სად არის ის ახლა, მაგრამ მის დედას სჯერა, რომ ის დღემდე ცოცხალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები