კანადა უკრაინას აპრილის დასაწყისისთვის 800-ზე მეტ დრონს გადასცემს

კანადა უკრაინას 800-ზე მეტ SkyRanger R70 – მრავალი დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს.

როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა თქვა, „დრონები, რომელთა საერთო ღირებულება, დაახლოებით, 95 მილიონი დოლარია, დაფინანსდება 500 მილიონი დოლარის პაკეტიდან, რომელიც პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ კიევს გასული წლის ივნისში ვიზიტის დროს გადასცა“.

კანადური წარმოების SkyRanger R70 დრონებს შეუძლიათ გადაიტანონ “სხვადასხვა კამერა, ასევე, სამიზნეების აღმოჩენისა და იდენტიფიკაციისთვის მოწყობილობა”.

2022 წლის თებერვლიდან კანადამ უკრაინის მხარდასაჭერად 9,7 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯა, მათ შორის, კიევისთვის 2,4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები