“როსნეფტის” ხელმძღვანელის ერთადერთი ვაჟი “ტრომბის განვითარების შედეგად” გარდაცვლილი იპოვეს

“როსნეფტის” ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის ერთადერთი ვაჟი – ივან სეჩინი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ​YUKOS-ის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი – ლეონიდ ნევზლინი წერს.

მემკვიდრეობათა რეესტრის მონაცემით, ივან სეჩინი 5 თებერვალს გარდაიცვალა, თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

მედია წერს, რომ ივან სეჩინი მოსკოვში, შვედეთის ჩიხში, “პუტინის თანამოაზრეთა” სახლში ცხოვრობდა.

ტელეგრამის არხი – VChK-OGPU წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სეჩინის გარდაცვალების მიზეზი “ტრომბის განვითარება გახდა”.

2014 წლის მარტიდან ივან სეჩინი “როსნეფტში” მუშაობდა.  2015 წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ის „მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისა“ და „საწვავისა და ენერგიის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის” „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. იმ მომენტისთვის ივან სეჩინი 25 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები