წითელი ჯვარი: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 23 ათასი ადამიანი დაკარგულად ითვლება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 23 ათასი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მუშაობს 23 000 ადამიანის ბედის გასარკვევად, რომელთა ოჯახებს მათ შესახებ არაფერი სმენიათ – ან იმის გამო, რომ ისინი ტყვედ აიყვანეს ან მოკლეს, ან იმის გამო, რომ მათთან კონტაქტი დაიკარგა მას შემდეგ, რაც მათ სახლი დატოვეს“, – ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში.

ICRC-ის ცნობით, 2024 წლის იანვრის ბოლოს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებთან თანამშრომლობით უკრაინაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, ICRC 8 000 ოჯახს დაეხმარა, რათა მათი დაკარგული ადამიანების ბედის ან/და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

გავრცელებულ პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ICRC-მა მიიღო 115 000-ზე მეტი მოთხოვნა უგზო-უკვლოდ დაკარგულ ნათესავების მოსაძებნად-ტელეფონით, ონლაინ ფორმით, წერილებით ან პირადად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები