პიტერ სიიარტო: უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს
უნგრეთი შეწყვეტს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-13 პაკეტის ბლოკირებას, რადგან ამის არანაირი საფუძველი აღარ არსებობს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს, რადგან მომზადების ეტაპზე შესაძლებელი იყო ყველა პუნქტის ამოღება, რომელიც ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს“, – აღნიშნა სიიარტომ.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში რუსი დამპყრობლების სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-2 წლისთავი ცეცხლის შეწყვეტაზე და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სასაუბრო „შემთხვევა უნდა იყოს“.