ავღანეთში მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ ავღანეთში, ნურისტანის პროვინციაში ღამით ჩამოწოლილ მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

როგორც „დოიჩე ველე“ ქვეყნის კატასტროფების სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, სტიქიის შედეგად არიან დაკარგულები.

მედიის ცნობით, მეწყერმა 20-მდე სახლი დაანგრია.

„სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განუცხადა AFP-ს პროვინციის ინფორმაციისა და კულტურის ხელმძღვანელმა, ჯამიულა ჰაშიმიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები