ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 26 სახელმწიფო ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს.
„26-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა არსებულ განცხადებას და ასევე მოამზადა ახალიც, რომელიც ძირითადად იგივეა, მაგრამ დამატებულია პუნქტი, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ პაუზას, რასაც მოჰყვება ცეცხლის შეწყვეტა, მძევლების უპირობო გათავისუფლება და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა“, – აღნიშნა ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ.
ამასთან, მას არ დაუსახელებია ის ქვეყანა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას არ დაეთანხმა.