აშშ უკრაინისთვის 300 კმ-მდე მანძილის ATACMS-ების გადაცემას განიხილავს
აშშ-ის ხელისუფლება უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების თანამედროვე ვერსიების მიწოდებაზე მუშაობს, რომელთა მოქმედების რადიუსი ბევრად დიდია, ვიდრე მეტი წინამორბედი ანალოგების, რომლებიც კიევისთვის უკვე არის გადაცემული.
ამის შესახებ NBC News პენტაგონის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
აღინიშნება, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა კიევისგან მოთხოვნა რამდენიმე თვის წინ მიიღეს და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახალი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე მუშაობს.
მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი უკრაინის დამატებით დაფინანსებას დაამტკიცებს, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ამ წლის დახმარების ერთ-ერთ პაკეტში სწორედ ასეთი იარაღი შეიყვანონ.
ოფიციალურად, შეერთებულმა შტატებმა კიევს მაღალი სიზუსტის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები მიაწოდა, რომელთა მანძილი 90 კმ-ს არ აღემატება. თუმცა, ამერიკული და უკრაინული გამოცემები წერდნენ, რომ კიევს, ასევე, ფარულად გაუგზავნეს 170 კმ-მდე მოქმედების რაკეტებიც; ხოლო ATACMS-ის ახალი მოდიფიკაცია, სავარაუდოდ, 300-მდე კილომეტრს ფარავს.