ინდოეთში, დელის ერთ-ერთ რაიონში, საღებავების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ NDTV იტყობინება.
მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარი ქარხანაში აფეთქების შედეგად გაჩნდა. ცეცხლი ორ საწყობს და ნარკომანიის სამკურნალო ცენტრს გადაედო.
სახანძრო სამსახურის დირექტორმა, ატულ გარგმა თქვა, რომ ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, სავარაუდოა, რომ აფეთქება საწყობში შენახული ქიმიკატების გამო მოხდა.