ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა უკეთესი იქნება რუსეთისთვის, ვიდრე დონალდ ტრამპის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ის უფრო გამოცდილი ადამიანია, პროგნოზირებადია და ძველი ყაიდის პოლიტიკოსია“, – აღნიშნა პუტინმა.
მანვე დასძინა, რომ რუსეთი აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან იმუშავებს, რომელიც ამერიკელი ხალხის ნდობას მოიპოვებს.