ფიროსმანზე შეყვარებული 9 წლის მხატვარი და „თეთრი ფისოს“ ლამაზი ამბავი

ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, დაიბადა 2014 წლის 12 ნოემბერს თბილისში. სწავლობს თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში. ხატვა დაიწყო 5 წლის ასაკიდან. ხატვის გაკვეთილებზე კი 7 წლიდან დადის.
საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის მიერ ორგანიზებული პირველი გამოფენა  2022 წელს ჰქონდა; მეორე გამოფენა 2023 წელს  სამების საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა, რომელიც პატრიარქის 90 წლის იუბილეს ეძღვნებოდა; მესამე გამოფენა კი, რომლის სახელწოდებაც იყო  – ,,მე მინდა საქართველო მიცნობდეს“, 2023 წელს ჩატარდა.- მარიამ კაჭკაჭურის პერსონა.

 – პირველი ნახატები…
– ჩემი პირველი ნახატებია: მულტფილმის პერსონაჟები, ფისო, მზესუმზირები, თევზები, ანგელოზი.
თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლობთ. სწავლა და ხატვა –  დროს როგორ ანაწილებთ?
– სკოლაში მეორე ცვლაში ვარ, გაკვეთილები საღამოს 4 საათზე სრულდება, მაგრამ ასეთი გრაფიკის მიუხედავად, არ არსებობს, რომ არ დავხატო…
– პირველი მხატვარი, რომელიც შეგიყვარდათ…
–  ნიკო ფიროსმანი…
– ნახატი – თქვენი შემოქმედებიდან…
– ჩემი ნამუშევრებიდან ყველა ძალიან მომწონს, მაგრამ გამოვარჩევდი პირველ შეკვეთას – „კესანებს“.
– ირინა ჩიტაშვილის მოსწავლე ხართ…
– ირინა მასწავლებელი ძალიან დამეხმარა ჩემი ნიჭის განვითარებასა და ტექნიკის დახვეწაში, ასევე, მის გაკვეთილებზე შევიძინე ახალი მეგობრები.
პირველი გამოფენა… განცდები, მაინც პირველი იყო…
– ჩემს პირველ გამოფენაზე ძალიან დაბნეული ვიყავი, ვღელავდი და განვიცდიდი.
– კიდევ ორ გამოფენაში მონაწილეობდით…
– სამივე გამოფენა შესანიშნავი იყო, მაგრამ მაინც გამოვარჩევ „კრეატივ ივენთის“ მიერ ორგანიზებულს – „მე მინდა საქართველო მიცნობდეს“…
– ნახატის  ისტორია…
– ყველაზე მეტად ფისოს ისტორია მომწონს, რომელიც მინდორში იწვა, ყვავილებს და პეპლებს აკვირდებოდა, ისეთი საყვარელი იყო… ასე დაიხატა „თეთრი ფისო“.
– ჰობი…
–  კოლაჟების შექმნა, ცეკვა და მუსიკა.
– ალბათ დახატული გექნებათ ავტოპორტრეტი… თუ არა, როგორ დახატავდით თქვენს ავტოპორტრეტს?
– ავტოპორტრეტის დახატვა ცოტა რთულია, რადგან საკუთარი თავი უნდა დახატო. ჯერ მხოლოდ  9 წლის ვარ, ვერ ვფიქრობ, როგორი შეიძლება ვიყო მომავალში.
– ამჟამად რას ხატავთ?
–  „თამარ მეფეს“…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები