ქუთაისელი ახალგაზრდები „ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გააცილა

“ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებული “ზამთრის ლიდერთა სკოლა 2024“ – ის მონაწილეები სურამში გაემგზავრნენ. ლიდერთა სკოლა, 24 თებერვლის ჩათვლით, ორ ნაკადად ჩატარდება და მასში მონაწილეობას 18 – დან 29 წლამდე 40 – მდე ახალგაზრდა მიიღებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ლიდერთა სკოლის ამოცანაა ახალგაზრდებში ლიდერის თვისებების გამოვლენა და განვითარება, ასევე, სოციალურად აქტიური ახალგაზრდების იმიჯის ფორმირება. მონაწილეებისთვის გაიმართება ტრენინგები, ისეთი საკითხების შესახებ როგორებიცაა ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო კომპონენტები, საერთაშორისო ორგანიზაციები – ნატო და ევროკავშირი.

ქუთაისელი ახალგაზრდები „ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გააცილა . „ქუთაისის მერია აგრძელებს ახალგაზრდულ პროგრამებს.

“ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ გავაცილეთ ახალგაზრდები. ისინი 10 დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ თვითმმართველობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, შეიძენენ ახალ უნარებს. დარწმუნებული ვარ, ბანაკში გატარებული დღეების შემდეგ, მათი ცნობიერება იქნება უფრო ამაღლებული და შესაბამისად, უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ქალაქის ახალგაზრდულ საქმიანობაში“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები