სამტრედიაში ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ საკურას ხეივნები გაშენდება

იაპონელების ვიზიტი დღეს სამტრედიაში საკურას ნერგების განაშენიანებით გაგრძელდა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საკურას 100 ნერგი სამტრედიისთვის საჩუქრად გუშინ ჩამოიტანეს.

მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეებში საკურას ხეივანი გაშენდება, რაც ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ ჩაითვლება.

„იაპონიის სიმბოლოს – საკურას სამტრედიაში გაშენებით ხელს ვუწყობთ სამტრედიაში იაპონური კულტურის შემოსვლას. იმ აქტივობებს შორის, რომელიც იაპონელთა ვიზიტის ფარგლებში დავგეგმეთ, აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

სტუმრები სამტრედიაში სანიკიძის ღვინის მარანს ეწვივნენ. მათთვის ქართული ღვინის წარმოების და უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გაცნობა საინტერესო აღმოჩნდა.

დღესვე სტუმრები ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფერხისს“ ესტუმრნენ და ქართული ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს გაეცნენ.

„ძალიან მოგვწონს სამტრედია და აღფრთოვანებულები ვართ თქვენი სტუმარ-მასპინძლობით. წლების წინ როდესაც თქვენი დღევანდელი მერი გავიცანი, მე პირადად ვუწინასწარმეტყველე, რომ ის იქნებოდა მომავალი მერი. ვხედავ ძალიან გალამაზებულია სამტრედია. ძალიან სწრაფად ვითარდება აქაურობა. ჩვენც გვინდა ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ ქალაქის განვითარებაში და დავისახოთ ერთობლივი  გეგმები, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს ქალაქ მიტოიოს და სამტრედიას“, – განაცხადა შირონაკა ტოშიფუმიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები